skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა როტაცია დასრულდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაურის პაატა ბედიანაშვილის ინფორმაციით, ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა ცხინვალი გაიარა და სოფელ აჩაბეთთან არსებულ ბლოკ-პოსტზე განლაგდა.


“ჩვენ მოგვცეს გარანტია. ჩვენმა სამშვიდობოებმა შეძლეს დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად ჩასვლა და როტაციის დასრულება“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პაატა ბედიანაშვილმა.


სოფელ აჩაბეთში ქართველი სამშვიდობოების როტაცია 19 თებერვალს, მას შემდეგ შეფერხდა, რაც ოსურმა მხარემ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მოტივით უარი განაცხადა ცხინვალზე მათ გატარებაზე, რასაც ქართული მხრიდან ცხინვალის მისადგომი საავტომობილო გზების საპასუხო გადაკეტვა მოჰყვა. ვითარების განმუხტვის შემდეგ ცხინვალთან მიმოსვლა დღესვე აღდგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button