skip to content
ახალი ამბები

ქართული გაზეთი “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიულ უთანხმოებაზე წერს







კობა ბექაური და მაია ნადირაძე, 2005 წლის
აპრილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე შესაძლოა მმართველ პარტიაში არსებული შიდაპარტიული უთანხმოების სამიზნე გახდეს, იტყობინება გაზეთი “რეზონანსი“ 20 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “მაია ნადირაძეზე კონტრშეტევა იგეგმება“.

გაზეთის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც დეპუტატმა ნადირაძემ კობა ბექაური მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვების მცდელობაში დაადანაშაულა. “ბექაური არის ჩემი მტერი, ის ცდილობდა კომპრომატები მოეძებნა ჩემს წინააღმდეგ“, – განაცხადა მაია ნადირაძემ.


დეპუტატმა კობა ბექაურმა, რომელიც  საბაჟო ტერმინალ “ოპიზა“-სთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობის მთავარი გმირი იყო, 18 თებერვალს განაცხადა, რომ იგი პარლამენტს ტოვებს. გაზეთის ცნობით, ბექაური არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, დეპუტატ დავით კირკიტაძის მეგობარი. გაზეთის ცნობით, “ბექაური გაწირეს პარტიის იმიჯის გადასარჩენად“, რომელიც საკმაოდ შეილახა ტერმინალ “ოპიზაში“ ბექაურის სავარაუდო უკანონო საქმიანობის გამო.


“ნადირაძის და კირკიტაძის გუნდის დაპირპისპირება ახალი ამბავი არ არის. მათ შორის უთანხმოება თანდათან უფრო მწვავდება. ამბობენ, რომ უმრავლესობის ლიდერი მოადგილის გავლენის გაძლიერებას ვერ ეგუება“, – წერს “რეზონანსი“.


გაზეთის ცნობით, დეპუტატმა კირკიტაძემ “ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან გამონახა საერთო ენა“  და “მათი ტანდემი სახელისუფლებო ფრთაში მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა“.


20 თებერვალს ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატულმა ფრონტმა“ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც დეპუტატ მაია ნადირაძის და მისი ქმრის ზურაბ ჩიკვილაძის ბიზნეს ინტერესებს გამოიძიებს. ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის  უფროსია.


“რეზონანსის“ ცნობით, მიუხედავად “კირკიტაძე-მაჭავარიანის გუნდის“ პოზიციების გაძლიერებისა, დეპუტატი გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრენი, მათ შორის დეპუტატები გივი თარგამაძე, ნიკა რურუა, ნიკა გვარამია, ნინო კალანდაძე კვლავ მთავარ ძალად რჩებიან პარლამენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button