
ახალი ამბები
თბილისი შსკ-ს სხდომის მოსკოვში გამართვის წინააღმდეგია
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, ქართული მხარე რუსულ და ოსურ მხარეებს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის თბილისში ან ცხინვალში ჩატარებას სთავაზობს. თბილისმა შესაბამისი წინადადება მოსკოვს დღეს გაუგზავნა.
“რუსული მხარის არგუმენტის მიხედვით, რომ საჭიროა კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების გამო ცხინვალის რეგიონთან ახლოს ყოფნა, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა თბილისში, ან თუნდაც ცხინვალში უნდა ჩატარდეს“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 20 თებერვალს გიორგი ვოლსკიმ.
20-21 თებერვალს ვენაში დაგეგმილი შსკ-ს სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა მონაწილეობაზე და სანაცვლოდ თბილისს ცხინვალის რეგიონთან “ახლოს ყოფნის“ მოტივით შსკ-ს სხდომის მოსკოვში ჩატარება შესთავაზა.