ახალი ამბები

ცხინვალი ქართველი სამშვიდობოების როტაციის წინააღმდეგია

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა სამშვიდობო ბატალიონმა რეგიონის მაგისტრალური გზა მას შემდეგ გადაკეტა,  რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ უარი თქვა ქართველი სამშვიდობოების შენაერთი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში შეეშვა, იტყობინებოდნენ რუსული საინფომაციო სააგენტოები 19 თებერვალს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა შაბათს განაცხადა, რომ თბილისი კვირას თავისი სამშვიდობო ბატალიონის როტაციის დაწყებას გეგმავდა. ქართველი სამშვიდობოები ქართულ სოფელ აჩაბეთში ცხინვალის გავლით უნდა შესულიყვნენ.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ როტაცია უკანონოა, რადგანაც შეთანხმების თანახმად, როტაცია მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს მხარეთა წინასწარი ინფორმირების შემდეგ.


“სამხრეთ ოსეთის მხარემ, კერძოდ კი შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა ქართული მხარე ბევრჯერ გააფრთხილა ამგვარი ქმედების დაუშვებლობის შესახებ. ახლა ჩვენ ამის [გაფრთხილების] დემონსტრირება მოვახდინეთ ქართველი სამშვიდობოების არშეშვებით“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის ირინა გაგლოევას სიტყვებზე დაყრდნობით.


“ინტერფაქსი“ შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწის ნიკოლაი ბარანოვის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართულმა მხარემ “ცალმხრივად“ გადაკეტა მთავარი გზა, ამ გადაწყვეტილების შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობასთან შეთანხმების გარეშე.

Back to top button