ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

დღეს სანაპირო დაცვის აჭარის რეგიონული სამმართველოს მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სარფის სიახლოვეს ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “რაბიქს–4“ დააკავეს.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ტანკერი ბათუმის პორტშია გადაყვანილი და მიმდინარეობს გამოძიება.


შესაძლოა ტანკერს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის გადახდა მოუწიოს ჯარიმის სახით.

Back to top button