ახალი ამბები

ხაინდრავა: რუსული მხარე ვენაში დაგეგმილ შსკ–ს შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, რომელიც ამჟამად მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს, რუსული მხარე უარს აცხადებს 20–21 თებერვალს ვენაში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობაზე.


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რუს კოლეგებს მისთვის ოფიციალური ახსნა–განმარტებები არ მიუციათ, თუმცა “პირად საუბრებში აცხადებენ, რომ რეგიონში ამჟამად რთული ვითარებაა და საჭიროა ახლოს ყოფნა“.


ხაინდრავას განცხადებით, რუსული მხარის უარი არ ნიშნავს, რომ ვენაში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლება ან მოსკოვი საერთოდ უარს ამბობს შსკ–ს ფარგლებში მოლაპარაკებებზე. 


“მე არ მესმის რატომ ხდება რუსული მხარის მიერ საერთაშორისო შეხვედრების ბლოკირება“, –  დასძენს ხაინდრავა.


20–21 თებერვალს ვენაში დაგეგმილ შსკ–ს სხდომაზე, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივით იმართება, ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ დეტალური გეგმის წარდგენას აპირებს.

Back to top button