ახალი ამბები

ნოღაიდელი: მთავრობამ პარლამენტის დადგენილების შესრულება დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობამ უკვე დაიწყო სამშვიდობოების შესახებ პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილების შესაბამისად მუშაობა და “კონსულტაციებს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან მართავს“.


15 თებერვლის დადეგნილების მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის სრულად იმპლემენტირების დასაწყებად.


“ჩვენთვის თვითმიზანი არ ყოფილა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, მაგრამ არც იქ მათი შენარჩუნებაა ჩვენი თვითმიზანი. ბუნებრივია,  პარლამენტის დადგენილების მიხედვით ჩვენ [მთავრობამ] დავიწყეთ ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, რუსებთანაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდლემა 17 თებერვალს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსულ მხარეთან მოსკოვში კონსულტაციებს უკვე მეორე დღეა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აწარმოებს.

Back to top button