ახალი ამბები

ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთში სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,  ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. 
 
“ძალიან მნიშვენლოვანია რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გარკვეული ზეწოლა მოახდინოს რუსეთთზე როგორც მინიმუმ იმ თვალსაზრისით, რომ [ცხინვალის] რეგიონში ჩატარდეს ნორმალური ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც როგორც წესი ამ წლის ბოლოს გეგმავს ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ქართველები ვინც იქ [ცხინვალის რეგიონში] ცხოვრობენ და ვინც გამოდევნილები არიან მათაც, მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასევე ოპოზიციონერი ეთნიკური ოსებიც იქნან დაშვებული ამ არჩევნებში“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
მისი თქმით, ქართული მხარისთვის “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს [ქართულ-ოსური კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად“.

Back to top button