ახალი ამბები

თბილისში საქართველოს უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ინიციატივით “საქართველოს უსაფრთხოების ფორუმი“ გაიხსნა. ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავმჯდომარეობს. კონფერენციას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.


უსაფრთხოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (ISAB) თავმჯდომარე გენერალი სერ გარი ჯონსონი დღეს 2006 წლის ანგარიშს წარმოადგენს. აღნიშნული საბჭო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფართომასშტაბიან რეფორმაზე 1999 წლიდან მუშაობს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი ხელისუფლების პირები და ექსპერტები ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.


კონფერენციაზე ვარდების რევოლუციიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარება და ნატო-სთან ინტეგრაციის სფეროში მიღწეული წარმატებები განიხილება. საუბარი ასევე შეეხება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს და ნატო-სთან ურთიერთობების სფეროში გატარებულ რეფორმებს და ღონისძიებებს.


 

Back to top button