
ახალი ამბები
რუსი მაშველები აფხაზეთში უკრაინელებს ეძებენ
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველთა ჯგუფმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაკარგული სამი უკრაინელი სპელეოლოგის ძებნა დაიწყო, რომლებიც ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგნენ ხიპსტის მთის მიდამოებში გუდაუთის რაიონში, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ერთ-ერთი სპელეოლოგის გვამი 4 თებერვალს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ზვავის ჩამოწოლის შესახებ. თუმცა, დანარჩენების ძებნა შეჩერდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
“ძებნის ოპერაცია აფხაზეთის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე ხორციელდება“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.