ახალი ამბები

სავალუტო ფონდის მისიამ 2005 წელი საქართველოში წარმატებულად შეაფასა

თბილისში მყოფმა სავალუტო ფონდის მისიამ მიიღო გადაწყვეტილება რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოში პროგრამის გაგრძელების თაობაზე.

ამის შესახებ განცხადება სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიმდინარე წლის აპრილში 20 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება.


სამინისტროს ინფორმაციით, მისიამ 2005 წელს მიღწეული შედეგები წარმატებულად შეაფასა.

Back to top button