ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს ეკონომიკა ვითარდება წარმოუდგენლად მაღალი ტემპებით

14 თებერვალს საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა “სწრაფი ტემპებით ვითარდება“, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას 2009 წლისათვის დაძლიოს სიღარიბე.  


“დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი სახელმწიფო ვართ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება პრობლემების დაძლევაში… მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2006 წელს ერთ სულ მოსახლეზე 1670 აშშ დოლარს მიაღწევს; 2010 წელს მშპ 2400 აშშ დოლარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე; ეს ნიშნავს, რომ 2009 წლისათვის საქართველოს აღარ იქნება ღარიბი სახელმწიფო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, მშპ-ის ზრდამ 2005 წელს 9% შეადგინა. “ეს მოხდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ გასულ წელს ნავთობის ფასები გაიზარდა“, – დასძინა სააკაშვილმა. 


პრეზიდენტის თქმით, 2005 წელს მთავრობამ 816 ობიექტის პრივატიზაცია განახორციელა. „საერთო შემოსავლებმა პრივატიზაციიდან გასულ წელს 522 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წელს ამ ობიექტებში ინვესტიციების სახით 300 მლნ ლარის ჩადება იგეგმება“, – განაცხადა მან.


სააკაშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 33%-ით გაიზარდა 2005 წელს. “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასულ წელს ექსპორტი 36%-ით გაიზარდა“, – დასძინა მან.


მისი თქმით, საბაჟო სისტემაში რეფორმებია დაგეგმილია. “ასობით მებაჟე იქნა დაპატიმრებული მექრთამეობისათვის, თუმცა ამან ვერ უშველა. ჩვენ გვჭირდება ახალი ლიბერალური საბაჟო კოდექსი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, მთავრობა გეგმავს შეამციროს საბაჟო გადასახადებები არსებული 16-დან 3-მდე. “ასევე შემცირდება ტარიფები… ეს გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას 80 მილიონი ლარით, მაგრამ ეს იქნება უკან ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ასევე უნდა განხორციელდეს შრომის კოდექსის, საბანკო სისტემის და გაკოტრების შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. 

Back to top button