
ახალი ამბები
ქართულმა მხარემ სამშვიდობოებს მანქანები დაუბრუნა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო კონტიგენტის კუთვნილი ორი მანქანა, რომელიც დაკავებული იყო გორში, მეპატრონეებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ დაუბრუნა.
სამხედრო პოლიციამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობოების კუთვნილი ავტომანქანები, რომელიც საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული, 13 თებერვალს დააკავა იმ მოტივით, რომ სამშვიდობოებს შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნდათ.