
დეპუტატი: სამშვიდობოებზე დადგენილება სავალდებულოა მთავრობისთვის
პარლამენტის დადგენილებები, მათ შორის სამშვიდობოების შესახებ, სავალდებულოა მთავრობისთვის და მათი განუხორციელებლობა შესაძლოა გახდეს მიზეზი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 14 თებერვალს.
„ეს [დადგენილება კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების შესახებ] არის ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი და მთავრობა ვალდებულია იმოქმედოს დადგენილების შესაბამისად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამჟამად მიმდინარეობს განხილვა რუს სამშვიდობოებზე ახალი დადგენილების მიღების თაობაზე 15 თებერვალს, რომელიც დაავალებს მთავრობას ერთი თვის ვადაში მოამზადოს დეტალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ აპირებს მთავრობა სამშვიდობოების გაყვანის უზრუნველყოფას, ან იმოქმედოს 11 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მთავრობამ 15 თებერვლიდან უნდა დაიწყოს მათი გაყვანის პროცედურები.