ახალი ამბები

რუსი ჩინოვნიკი: ოქრუაშვილი არ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მოდესტ კორელოვმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ ძალის გამოყენებას სამხრეთ ოსეთის კონფლქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ “დამღუპველი შედეგები მოყვება მთელი რეგიონისთვის“,  იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი წლის ბოლომდე მოგვარდება, კორელოვმა განაცხადა, რომ “საოცარია, როდესაც თავდაცვის მინისტრი გამოდის როგორც სამშვიდობო ინიციატივების გამჟღერებელი“.


“თითოეულ თავდაცვის მინისტრს გააჩნია სპეციფიკური რესურსები [კონფლიქტების] მოგვარებისთვის და ნებისმიერი ნორმალური დამკვირვებელი გამოიტანს დასკვნას, რომ ეს ბატონი [ირაკლი ოქრუაშვილი] არ დებს ფსონს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე“, – განაცხადა კორელოვმა.  

Back to top button