
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა
14 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი, ჯოვანი დი სტასი, რომელიც შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.
ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება 2006 წლის შემოდგომისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მომზადებაზე, მათ შორის შესწორებულ საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე.
განიხილება ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული ამჟამად მიმდინარე რეფორმებიც, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ადგილობრივ ხელისუფალთა საქმიანობის კონტროლსა და ადგილობრივი ბიუჯეტებს უკავშირდება.