
ახალი ამბები
ოქრუაშვილი: საქართველო სამხრეთ ოსეთის პრობლემას 2006 წელს მოაგვარებს
საქართველოს მთავრობას “ძალიან კარგი სამშვიდობო გეგმა“ აქვს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გეგმას დადებითი შედეგები არ აქვს „რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედს“.
“ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და მე აბსულუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა მიმდინარე წელს საბოლოოდ მოგვარდება ამ რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენით“, – დასძინა ოქრუაშვილმა.