
ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებაზე საუბრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 13 თებერვალს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე სამხრეთ ოსეთის მხარისთვის ხელმისაწვდომ შეიარაღებასა და ძალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებაში შედის:
26 ერთეული T-55 ტიპის ტანკი; 57 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-1 და BMP-2; BTR-70 და BTR-80 ერთად 36 ერთეული; 17 ერთეული BRDM სადაზვერვო ჯავშანმანქანა; 6 ერთეული Grad BM-21; თვითმავალი საარტელირიო ქვემეხი 2S1, ე.წ. „გვოზდიკა“ – 8 ერთეული; ქვემეხები: MT-12 – 2 ერთეული, D-44 – 2 ერთეული, D-30 – 4 ერთეული; საზენიტო დანადგარები – ZU-23 – 21 ერთეული, ხელით გადასატანი საზენიტო სისტემები „იგლა“ და „სტრელა“ – 19 ერთეული, ასევე რამდენიმე 60მმ და 120მმ-იანი ნაღმტყორცნი.
მისი თქმით, ყველა ეს შეიარაღება სამხრეთ ოსეთს რუსულმა მხარემ გადასცა, რაც არსებული შეთანხმებების დარღვევაა.
ოქრუაშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის მხარეს შეუძლია 5,500 კაციანი ჯარის მობილიზება, რეზერვისტების ჩათვლით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ძალების რაოდენობა 2,260 სამხედროს შეადგენს; შინაგან საქმეთა სამინისტროს – 1,100; უშიშროების კომიტეტის – 100; უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების – 2,100.