ახალი ამბები

შიდა ქართლის გუბერნატორი სამშვიდობოების საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს

შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა 13 თებერვალს წერილი გაუგზავნა შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს, გენერალ მარატ კულახმეტოვს, რომელშიც იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ მეღვრეკისში შერეული სამშვიდობო ძალების საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს.


სოფელი თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარეობს. ის ცხინვალის სამხრეთითაა განლაგებული და შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შედის.


“ჩვენ მივმართავთ მას [კულახმეტოვს] გამოიყვანოს ამ ადგილიდან უკანონოდ განლაგებული სამხედრო ტექნიკა ერთი თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა გაყვანილ იქნას ეს ტექნიკა“, –  განუცხადა ქარელმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე.


შერეული სამშვიდობო ძალების ცნობით, მეღვესკირის საგუშაგოზე ორი BMP-1 ტიპის სამხედრო მანქანაა განთავსებული.    

Back to top button