ახალი ამბები

ბეჟუაშვილი და ნოღაიდელი მოსკოვის აეროპორტში ქართველების დაკავებაზე კომენტარს აკეთებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, მოსკოვის აეროპორტში დაკავებული ქართველების შესახებ საკითხს საკონსულო და გენერალური ინსპექცია არკვევს.


გავრცელებული ინფორმაციით, რვა ქართველი 12 თებერვალს დომოდედოვოს აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს და უახლოეს პერიოდში მათი დეპორტაცია მოხდება. ჯერ-ჯერობით კვლავაც უცნობია დაკავების მიზეზი.


“წინასწარი მონაცემებით ეს არის ის, რომ ტურისტული ფირმები, რომლებიც აფორმებენ ამ ვიზებს, ხშირ შემთხვევაში, არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას თვითონ მოქალაქეს. ართმევენ ფულს, მაგრამ არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას, თუ სად მიდიან, სად ჩერდებიან და ა.შ.“, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გელა ბეჟუაშვილმა.


დღესვე ამ საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა. მისი თქმით, ქართული მხარე შესაბამის განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც გაირკვევა ქართველების დაკავების და დეპორტაციის ზუსტი მიზეზი.


 


 

Back to top button