ახალი ამბები

საკომიტეტო მოსმენები სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დაიწყო

დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა დაიწყო, რომელზეც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საკითხს განიხილავენ.


დეპუტატების წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა გამოდის.


სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ესწრება.


სხდომას ასევე ესწრება საქართველოში აკრედიტირებული რამოდენიმე უცხოელი დიპლომატი, მათ შორის აშშ–ის ელჩი ჯონ ტეფტი.


თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ სხდომის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილიც იყო მოწვეული, თუმცა იგი არ გამოცხადებულა.


აღნიშნული მოსმენები იმართება 15 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო სხდომის წინ, სადაც როგორც მოსალოდნელია დეპუტატები რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას მხარს დაუჭერენ.



 

Back to top button