ახალი ამბები

რუსი დეპუტატები ცხინვალის რეგიონს ესტუმრებიან

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ რუს პარლამენტართა ჯგუფი სულ მალე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას.


გრიზლოვმა საქართველო “სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის გამოსაწვევად მიზეზების ძებნაში” დაადანაშაულა.


“სიტუაცია შემაშფოთებელია… რამდენიმე დღეში სახელმწიფო სათათბირო პარლამენტართა ჯგუფს გააგზავნის კონფლიქტის ზონაში“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ გრიზლოვის სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

Back to top button