ახალი ამბები

რუმინეთი შავი ზღვის რეგიონში გაყინული კონფლიქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი რაზვან უნგურიანუმ 7 თებერვალს განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონში “საფრთხის და ასიმეტრიული რისკების წყაროს“ წარმოადგენს, იტყობინება რადიო “თავისუფლება“.


რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვოლტერ სტეინმეიერთან შეხვედრის წინ გააკეთა.


მან ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი 2006 წლის ზაფხულში სამიტის მოწვევას გეგმავს, სადაც განიხილება შავი ზღვის რეგიონში გაყინული კონფლიქტების მზარდი საფრთხე.


 

Back to top button