We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ლიცენზია 71 მილიონ ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად 7 თებერვალს გამართულ აუქციონში შპს “ბლუმფინ ლიმიტედმა ” გაიმარჯვა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომპანიამ ლიცენზიის მოსაპოველბად  71, 8 მილიონი ლარის  გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონში მონაწილეობა ასევე მიიღო Telecom Invest-მა. თუმცა, ინფორმაცია ამ კომპანიების შესახებ არ ვრცელდება. 


რესურსით სარგებლობის საწყისი ფასი 4,2 მილიონ ლარს შეადგენდა.


ამჟამად, საქართველოში მხოლოდ ორი ოპერატორი მობილური კომპანია მუშაობს – ჯეოსელი და მაგთიკომი.

Back to top button