
ახალი ამბები
შსკ-ს სხდომა ვენაში გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 7 თებერვალს პარლამენტარებს განუცხადა, რომ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა თებერვლის ბოლოს ვენაში გაიმართება.
ნოღაიდელმა, რომელიც დეპუტატებს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესის და რუსი სამშვიდობოების საქმიანობის თაობაზე ინფორმაცის აწვდის, განაცხადა, რომ შსკ-ს სხდომა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის ინიციატივით გაიმართება.