ახალი ამბები

კემულარია: არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს მოსალოდნელ პროვოკაციებს, რაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესაძლო მოთხოვნას მოჰყვეს.


“ე.წ მშვიდობისმყოფელები, “რუსეთის სადესანტო ნაწილები“ გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოსათვის… ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, ასეთი გართულებები კი იქნება, მაგრამ იქნება ასევე მუდმივი დიალოგი, მუდმივი კონსულტაციები, მათ შორის რუსეთთანაც“, – განუცხადა 6 თებერვალს ჟურნალისტებს კოტე კემულარიამ.


მან დღეს შეხვედრა გამართა აშშ–ს ელჩთან საქართველოში ჯონ ტეფტთან.


“არცერთი ნაბიჯი არ იქნება საქართველოს საზიანოდ გადაგმული ჩვენი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ამავე დროს უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერაა მხარდაჭერილი და რაც არის ამ კონფლიქტების მშვიდობით მოგვარება. უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქვია“, – განაცხადა კემულარიამ ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

Back to top button