ახალი ამბები

ეროვნული ბანკი აფხაზეთში რუსული ბანკების საქმიანობის შესწავლას ითხოვს

საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ქმედებათა ჯგუფს (FATF) თხოვნით მიმართავს ყურადღება გაამახვილოს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არსებულ უკანონო საფინანსო სტრუქტურებთან რუსული კომერიცული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის ფაქტებზე.


“რუსული ბანკების არაკანონიერი  თანამშრომლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად საბანკო დაწესებულებებთან ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა“, – ნათქვმია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე აპირებს მიმართოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტს (MONEYVAL) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე.


 

Back to top button