ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი ელჩებს ხვდება

6 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა.


შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის გურამ დონაძის ინფორმაციით,  შს მინისტრმა რუსეთის ელჩს გასულ კვირას სამართალდამცავების მიერ ქარელის რაიონში აღმოჩენილი ხელით გადასატანი საზენიტო კომპლექსის ე.წ. “იგლას“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


რუსული წარმოების საზენიტო კომპლექსი, რომლის დანიშნულება საფრენი აპარატების ჩამოგდებაა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად 3 თებერვალს იპოვეს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა. 


დღესვე მინისტრი შეხვედრებს გეგმავს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებთან.

Back to top button