We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თურქეთს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება სურს

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის ქურსად ტუზმენის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქეთს საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის 500 მილიონი აშშ დოლარიდან 2 მილიარდამდე გაზრდა სურს მომდევნო წლებში.  


თურქი მინისტრი, რომელიც 4 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა, ასევე აცხადებს, რომ ანკარას სურვილი აქვს საგრძნობლად გაიზარდოს თურქული ფირმების საქმიანობა საქართველოში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ენერგეტიკის და სახელმწიფო მინისტრებთან ერთად, თურქეთს 4-5 თებერვალს ეწვია. 4 თებერვალს თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე ნოღაიდელმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.


4 თებერვალს თურქულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს აქტიურად ადევნონ თვალი საქართველოში, კერძოდ კი ენერგოსექტორში წელს მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესს.

Back to top button