
ივანოვი რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის და მთავრობის ვიცე–პრემიერის სერგეი ივანოვის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, ვერ ხედავს გზას “ეს როგორ უნდა მოხდეს“.
“საქართველოდან მხოლოდ ისტერია მოდის და მხოლოდ პროვოკაციების მომსწრე ვართ. რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ გზებს, როგორც უნდა მოხდეს ეს“, – განაცხადა 5 თებერვალს მიუნჰენში გამართულ პრეს–კონფერენციაზე სერგეი ივანოვმა, რომელიც უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას ესწრებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მოილაპარაკოს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, თუ სურს ამ კონფლიქტების მოგვარება.
“რუსეთი არ აპირებს თქვენს [ქართული მხარის] მაგივრად ამის გაკეთებას“, – დასძინა ივანოვმა.