ახალი ამბები

თბილისში “3+3” ფორმატში კონფერენცია იმართება

6–9 თებერვალს, თბილისში გაიმართება ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, ე.წ “3+3” საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – “სტრატეგია რეფორმებისა და თანამშრომლობისათვის”, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.


კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ასევე ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ინგრიდა უდრე. კონფერენციას დაესწრებიან  ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციები, მარშალის ცენტრის, ნატოს, ეუთოს, აშშ-ს საზღვაო ძალების და ბუნდესტაგის წარმომადგენლები.


კონფერენციის მიზანი ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების გატარებაა.


კონფერენციის მსვლელობისას დაგეგმილია ასევე სამუშაო შეხვედრები.

Back to top button