ახალი ამბები

სააკაშვილი მიუნჰენში ენერგოუსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას

3 თებერვალს მიუნჰენის კონფერენციაზე უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ საუბრისას  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს მომხდარმა ენერგოკრიზისმა ევროპა უნდა გამოაფხიზლოს.


“საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ენერგოკრიზისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მტკივნეული გაკვეთილი იყო, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით დამოკიდებული ენერგომომარაგების მხოლოდ ერთ წყაროზე და რომ ჩვენ, როგორც ერს, შეგვიძლია ვეძებოთ ალტერნატივა და ავაშენოთ უფრო უსაფრთხო მომავალი. მჯერა, რომ ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს იგივე”,- განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, დროა, რომ ევროპამ დაიწყოს “ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს სანდო ენერგორესურსების ტრანსპორტირებას კასპიის აუზიდან და ცენტრალური აზიიდან“.


“არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა განვავითაროთ ერთიანი მიდგომა და ერთიანი სტრატეგია, რაც შექმნის სტაბილურ და ხანგრძლივ ალტერნატივებს. საქართველოს მზადაა მიიღოს, ხელი შეუწყოს და დაიცვას ეს ინვესტიციები, რათა უზრუნველყოს, რომ დანარჩენი ევროპის სკოლები, ქარხნები და მოქალაქეები არ იყვნენ ისეთი უმწეონი, როგორიც ჩვენ და უკრაინა ვიყავით გასულ თვეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button