
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი თურქეთს სტუმრობს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიპ ერდოგანთან, სახელმწიფო მინისტრთან ქიურშად თიუზმენთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი სარფის ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება და ასევე გახსნის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს. დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები თურქ ბიზნესმენებთან.