ახალი ამბები

ცხინვალი ეუთოს ელჩებს იწვევს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მოიწვია, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 3 თებერვალს.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის სახელზე გაგზავნილ წერილში, ჯიოევი აღნიშნავს, რომ ვენაში ეუთოს შტაბბინაში აკრედიტირებული ელჩების ვიზიტი გარკვეულ წვლილს შეიტანს “წევრი ქვეყნების და ეუთოს ხელმძღვანელობის ინფორმირებაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული რეალური ვითარების შესახებ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პოზიციის შესახებ“.

Back to top button