ახალი ამბები

ბენდუქიძე: საქართველომ დავოსში კასპია-ევროპის გაზსადენს ლობირება გაუწია

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ გაზეთ “24 საათს“ განუცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ლობირება გაუწია ახალ გაზსადენს, რომელიც ევროპას კასპიის ენერგომატარებლებს რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირებს.


ბენდუქიძის განცხადებით, მილსადენი უკრაინაზე გაივლის და მისი ღირებულება 7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ეს ღირებულება მიუღებელი იყო, რადგანაც გაზის ღირებულება უკრაინაში ძალიან დაბალი იყო; ახლა კი ფასთწარმოება “ძალიან ხელსაყრელი“ ჩანს ინვესტორებისთვის, აცხადებს ბენდუქიძე.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები გაზაფხულზე საქართველოში შეიკრიბებიან, რათა პროექტის განხორციელების პირველი ნაბიჯები განიხილონ.  

Back to top button