We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5–დღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და მთავრობის წევრებს.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 3 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სადაც იგი ამერიკის თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს და ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ვიქტორია ნულანდს შეხვდება.


4 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები  ნატო-ს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან პიერ ლელუშთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, ასევე სენატორებთან ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 5 თებერვალს დაბრუნდება.

Back to top button