ახალი ამბები

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუს კოლეგას უპასუხა

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 31 იანვრის განცხადებას საქართველოზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს რიგითი მოქალაქის მდომარეობა არ გაუმჯობესდება, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა გააგრძელებს რუსეთის მიმართ არსებულ პოლიტიკას.


“გუშინ ჩვენ შევიტყვეთ, რომ თურმე იმის გამო, რომ საქართველომ ამ მრავალი წლის შემდეგ როგორც იქნა ამოიღო ხმა, როცა ქალები, ბავშვები და მოხუცები გვეყინებოდა, შეიძლება საქართველოს რიგით მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები. ამაზე ჩვენი პასუხი არის, რომ ბევრად უფრო ინტენსიურად განვვითარდეთ, ბევრად მეტი კერძო ინიციატივა იყოს. ჩვენ არა გვაქვს ბევრი გაზი და ნავთობი, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს თავისუფლება და თავისუფლება შექმნის ამ დოვლათს და განვითარებას“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 1 თებერვალს.


მისი თქმით, “ჩვენ არა ვართ იმპერია“ და “ჩვენ მხოლოდ გვინდა იმის დაბრუნება, რაც ჩვენია, ჩვენი მიწა–წყალია და ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით“.

Back to top button