ახალი ამბები

ირანული სააგენტო საქართველოსთან გაზის გარიგების დეტალებზე საუბრობს

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის ნავთობის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოჰამედ-ჰადი ნეჯად-ჰოსეინიანის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი თვის ვადაში ირანი საქართველოს 30 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. 


IRNA-ს ცნობით, გარიგების საერთო ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 233 აშშ დოლარს იხდის 1000 კუბურ მეტრ გაზში, რაც 123 აშშ დოლარით აღემატება რუსული გაზის ღირებულებას.


საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უარი განაცხადა ირანთან გარიგების დეტალებზე საუბრისგან, განაცხადა, რომ საქართველოს ირანულ გაზში “სიმბოლური ფასის“ გადახდა მოუწევს.    

Back to top button