ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებული ბანკის თანამშრომელი გაათავისუფლეს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის დევი ჭელიძის ინფორმაციით,  დღეს დილით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “სახალხო ბანკის” თანამშრომელი მამუკა გოგიძე, რომელსაც თან ჰქონდა ადგილობრივი პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა, 4 800 ლარის ოდენობით, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს.

გოგიძეს “იგი [გოგიძე] დაკავებული და გადაყვანილი იყო [თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის] ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ უშიშროების სამინისტროში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს დევი ჭელიძემ.


ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება თუ რა მოტივით მოხდა მისი დაკავება.

Back to top button