skip to content
ახალი ამბები

საქართველო–თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი კიდევ უფრო გამარტივდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2006 წლიდან ამოქმედდება “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო შეთანხმებაში“ ცვლილებები და დამატებები, რომლითაც ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმი კიდევ უფრო მარტივდება. 


კერძოდ, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა მიეცემათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ, სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის დღიდან 90 დღის განმავლობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button