ახალი ამბები

ქართველ და ოს ჟურნალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ქართველი და ოსი ჟურნალისტები 12-18 დეკემბერს ლონდონს და ბელფასტს სტუმრობდნენ, სადაც კონფლიქტების შესახებ პროფესიული ინფორმირების მოსამზადებელი კურსი გაიარეს.


ეს ინტენსიური მოსამზადებელი კურსის მესამე ნაწილი იყო, რომელიც ტომპსონის ფონდის ორგანიზებით და საქართველოში ეუთოს მისიის და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.


მოსამზადებელი კურსის პირველი ორი ეტაპი ზაფხულში ცხინვალში ჩატარდა, რომლის დროსაც ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონაში პრაქტიკულ მუშაობის საშუალება მიეცათ.


მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტი მიზნად ისახავდა კონფლიქტზე ინფორმაციის გავრცელების შესახებ ადგილობრივი მედიის გამოცდილების გაზიარებას.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button