ახალი ამბები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2005 წლის ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირა მხარი

დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭრა 2005 წლის ბიუჯეტის გაზრდის მიზნით მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომელიც წელს რიგით მეოთხე საბიუჯეტო ცვლილებაა.


ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 2005 წლის ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი 56 მილიონი ლარით იზრდება და 2, 8 მლრდ ლარს შეადგენს. 


აღნიშნულ ცვლილებებში პრიორიტეტულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უშიშროება, ჯანდაცვა და ენერგეტიკა.


ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა ფრაქციამ “დემოკრატიულმა ფრონტმა“ ფინანსთა სამინისტრო ხარჯვით ნაწილში 455 მლნ ლარის ოდენობით ხარჯების დაუფინანსებლობის გამო გააკრიტიკა მაშინ, როცა შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი შესრულებულია.


17 დეკემბერს პარლამენტში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ “არანაირი დაუფინანსებელი ხარჯები არ არსებობს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button