skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა ცხინვალში ჩადის

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დღეს ცხინვალში მიემგზავრება, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შეხვდება.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განიხილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ 12 დეკემბერს კონფლიქტის მოგვარების მიზნით წარმოდგენილი წინადადებები, ასევე შესაძლოა  გაირკვეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის თარიღი.


სახელმწიფო მინისტრი თბილისში დღესვე დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button