skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი არ აპირებს კონფლიქტური ზონების არსებობასთან შეგუებას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ონის რაიონის (რაჭა) ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ აპირებს შეეგუოს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტური ზონების არსებობას, რის გამოც მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნება.


პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა რაჭისკენ ცხინვალის გავლით მიმავალი გაცილების მოკლე გზა, რომელიც ქართულ–ოსური კონფლიქტის შემდეგ ჩაკეტილია.


“საქართველოში შორი გზით გვიწევს სიარული ერთი ქართული წერტილიდან მეორე ქართულ წერტილამდე.  მე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ამას შევეგუო“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რაჭაში სტუმრობისას. 

Back to top button