ახალი ამბები
რკინიგზის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ეზუგბაია დაინიშნა. დღეს ახალი ხელმძღვანელი რკინიგზის დეპარტამენტში ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ წარადგინა.
რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 ოქტომბერს დავით ონოფრიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, რომელზეც გასული წლის მაისიდან მოღვაწეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)