ახალი ამბები

ქართველი სამშვიდობოები კოსოვოში გაემგზავრნენ

საგურამოს ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული 2 ოქტომბერს კოსოვოში გაემგზავრა. 150-ი ჯარისკაცი ერთთვიანი სპეციალურ წვრთნებს პირველ ეტაპზე გერმანიაში გაივლის, რის შემდეგაც სამშვიდობო მისიას კოსოვოში შეასრულებენ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცთა ეს უკვე მეექვსე ნაკადია, რომელიც ბალკანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებაში ექვს თვეს მიიღებს მონაწილეობას.


ქართული სამშვიდობო მისია კოსოვოში 2004 წლის აპრილიდან ხორციელდება.

Back to top button