ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება შეჩერებულია

რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუ დსთ-ს ლიდერთა ყაზანის სამიტის შემდეგ ჩამოართვა, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა.


ზურაბიშვილის განცხადებით, “საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე პროდუქტიულმა მოლაპარაკებებმა გაზარდა ორ ქვეყანას შორის ნდობის დონე. თუ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა ერთ საკითხზე, ჩვენ ასევე ვიპოვით სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების გზებსაც“.


ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენი [ქართულ–რუსული]ურთიერთობების გაუარესების პროცესი შეჩერებულია, ახლა ჩვენ სტაბილურობის ეტაპზე ვართ და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გვჭირდება ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად“. მან აღნიშნა, რომ საქართველო რუსული მხარის “ადექვატურ რეაქციას“ ელის, ძირითადად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა თქმით, როგორც მინიმუმი რუსეთმა უნდა განაცხადოს, რომ “პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სწორი მიმართულებით გადადგული ნაბიჯია“.


რუსეთის მიერ საქართველოში იმპორტირებული გაზის ღირებულების შესაძლო გაძვირებაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა აღნიშნა: “ერთი მხრივ, თუ ჩვენ გვსურს თანასწორუფლებიანი და ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფასები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე დომინირებს და არ ვეცადოთ რაიმე შეღავათიანი რეჟიმის მოპოვებას. რა თქმა უნდა, საქართველო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება [ფასების გაზრდის შემთხვევაში] და რუსეთმა იცის ეს. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვსურს ურთიერთობების გაუმჯობესება, რუსეთმა უარი უნდა თქვას ფასებით სპეკულირებაზე. ყველაფერი გაწონასწორებული უნდა იყოს: საქართველო უნდა მიეჩვიოს იმ იდეას, რომ მან ნორმალური ფასებით უნდა გადაიხადოს, თუმცა, არა მგონია, რომ რუსეთში ინტერესებშია იმის დემონსტრირება, რომ მან ეკონომიკური ბერკეტი გამოიყენა თავისი [პოლიტიკური] მიზნების მისაღწევად“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button