skip to content
ახალი ამბები

ახალ ბანკნოტებზე აფხაზეთის ხედები იქნება გამოსახული

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 აგვისტოს ახალი 200-ლარიანი ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.


ახალ ბანკნოტებზე მე-19 საუკუნის ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნოკოლაძის სურათი იქნება გამოსახული, ხოლო მის მეორე მხარეს სოხუმის ხედები იქნება აღბეჭდილი.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ უკვე გააპროტესტა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ქართულ ვალუტაზე სოხუმის ხედების გამოსახვის თაობაზე.


დიზაინთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 20 სექტემბერს იწურება. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვრებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button