ახალი ამბები

ცსკ–მ ხუთ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები 1 ოქტომბერს დანიშნა

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) ხუთ საარჩვნო  ოლქში  – ისანსა და შუახევში ხელახალი, ხოლო ტყიბულში, ბათუმსა და ქობულეთში შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს დანიშნა.


“ჩვენ არატრადიციული გადაწყვეტილება მივიღეთ და კვირა დღის ნაცვლად, არჩევნები შაბათს  დავნიშნეთ“, განუცხადა 27 ივლისს ჟურნალისტებს ცსკ–ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ.


ცსკ–ოს ინფორმაციით უკვე დაკომპლექტებულია საოლქო საარჩევნო კომისიები, სადაც წევრები კონკურსის გზით შეირჩნენ.


ცსკ–მ დღესვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button