ახალი ამბები

მერაბიშვილი: გორის აფეთქების უკან რუსეთის უშიშროების სამსახური დგას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იდგენენ გორში 1 თებერვალს პოლიციის შენობის წინ მომხდარი აფეთქების უკან, რის შედეგადაც სამი ქართველი პოლიციელი დაიღუპა.


მის თქმით, სამართალდამცველებმა  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააპატიმრეს ორი პირი, რომლებიც ამ ტერაქტის  განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილები. მერაბიშვილის თქმით, მესამე პირი, რომელიც  დაკავშირებულია აფეთქებასთან, ასევე დაკავებულია.


“ჩვენი ინფორმაციით, წელიწადნახევრის წინ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკმა ანატოლი სისოევმა შექმნა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე იწვრთნებოდა… ამ ჯგუფმა განახორციელა ტერორისტული აქტი აქ, გორში“, განაცხადა მერაბიშვილმა.


მისი თქმით, პირები, რომლებიც ამ ტერაქტის უშუალო შემსრულებლები არიან – გია ვალიევი და გია გასიევი – 17 ივლისს “ცხინვალის რეგიონში“ იქნენ დაპატიმრებულები. თუმცა მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია მათი დაკავების ზუსტი ადგილი.


მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ასევე დააკავა იოსებ კოჩიევი,  რომელმაც, სავარაუდოდ, მიიყვანა პოლიციის შენობასთან ის მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამონტაჟებული.


ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იგი დღეს დილით შეხვდა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს და საგამოძიებო მასალები გადასცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button